19:45 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 15:43:19, 1299 ნახვა

საზოგადოება
„ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ - ქვეყნის 11 ქალაქში ქალების მარში იმართება

ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ - ქვეყნის 11 ქალაქში ქალების მარში მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, ქალთა მოძრაობა რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მანიფესტს წაიკითხავენ.

"ტრადიციულად, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა ყურადღებას ვამახვილებთ მიმდინარე გამოწვევებზე - ფემიციდზე, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ადრეულ ქორწინებაზე და ა.შ.

დღეს, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ გაუპატიურების ხარვეზიან კანონპროექტზე, შრომით უფლებებზე, ეკონომიკურ ძალადობაზე და სხვა სისტემურ პრობლემებზე, მაგრამ რუსული კანონპროექტი, რომლის დაკანონებასაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, გვიზღუდავს მოქმედების არეალს.

ჩვენ, ქალები, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, სტუდენტები და მშრომელები, რეგიონებში მცხოვრები, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, ემიგრანტები, იძულებით გადაადგილებული ქალები, შშმ პირები და მათი მშობლები, მარტოხელა თუ მრავალშვილიანი დედები, ძალადობაგამოვლილი ქალები დღეს ერთხმად ვუცხადებთ მხარდაჭერას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც მუდმივად დგანან ჩვენი უფლებებისა და საჭიროებების სადარაჯოზე",- ნათქვამია განცხადებაში. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics