|
2023-03-08 12:47:09, 1405 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე - აენთო 76 ხმა და მაშინვე გაიცა ბრძანება - გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან
აენთო 76 ხმა და მაშინვე გაიცა ბრძანება - გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მშვიდობიანი მომიტინგეების გუშინდელ დარბევას. მისი თქმით, ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ და ამბავი წამებში მოხდა. „გუშინ როგორც კი ტაბლოზე გამოჩნდა 76 ქვეყნის დამანგრევლის ხმა, სანამ გოგოები აქციაზე ჩასასვლელად ოთახებში ქურთუკებისთვის მივედით, დარბევა დაიწყო. ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი - 76 ხმა და იქვე ბრძანება - გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!! სპიკერთან გავვარდით, პასუხი უნდა გაეცა - რა ხდება და რას აპირებს ეს მხდალი ხელისუფლება, რატომ დარბევა, ერთი დღეც ვერ აიტანეს პროტესტი?!!! დაიმალა, გაიქცა, გაიპარა სპიკერი!!! ქალი დეპუტატების შეეშინდა!! ქალების გაძევების ბრძანებაც ჩუმად სადღაც კარადაში შემალულმა გასცა!!! და გამოგვაგრიეს ძალის გამოყენებით. ასეთი სპიკერი არ ჰყოლია აქამდე საქართველოს - შეხვედრის და ლაპარაკის პრობლემა როგორ უნდა შექმნა, ამხელა ბოროტების ჩადენას როცა უბედავ ხალხს???? თუ არაფერ შუაშია სპიკერი?! ჰოდა, პასუხს აგებთ ამ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე!! რა რადიკალები?! აენთო 76 და მაშინვე ბრძანება გაიცა!!! მშვიდობიანად იდგა ხალხი! აღარ გაგივათ ეს ძღაპრები არა!!! გაიწვიეთ კანონი!!! გაიწვიეთ!!! რადიკალები ხართ თქვენ, ვინც ეს დაუშვით, ეს კანონი მოათრიეთ და გაათრიეთ!!! გაიწვიეთ რუსეთი, გაიწვიეთ!!!!“,- წერს სამნიძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)