|
2023-03-07 13:16:23, 1106 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე დეპუტატებს - მუშაობს არა კანონი, არამედ ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლებიც თქვენ ხართ
საქართველოში კანონი არ მუშაობს, საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლებიც ხართ თქვენ, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც გოცირიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ქართული ოცნებისა" და ხალხის ძალისთვის" "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ბრძოლის იარაღია. "საქართველოში კანონი არ მუშაობს, საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლებიც ხართ თქვენ. ის კაცი ჭორვილაში თუ შუშის სასახლეში უყურებს და უჭირავს კალამი - შეხედავს ხუნდაძეს - ყოჩაღ ხუნდაძე - პლუს გაუკეთებს, შენ ამდენი და ამდენი პრემია. ყაველაშვილს ორჯერ მეტი იმიტომ, რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ზიხართ - აი, ეს არის სიმართლე. თქვენ ამ კანონის მიღება იმიტომ კი არ გინდათ, რომ ვიღაცას შემოსავლები გამჭვირვალე ჰქონდეს, არამედ ეს არის თქვენთვის ბრძოლის იარაღი", - მიმართა გოცირიძემ უმრავლესობას. მისივე თქმით, კანონპროექტი კანონად ქცევის შემთხვევაში, ორმაგი სტანდარტით იმუშავებს. "ამერიკული კანონი არის მტრების წინააღმდეგ მიმართული. ქართული კანონი არის მეგობრების წინააღმდეგ მიმართული", - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)