|
2023-03-06 18:05:27, 1375 ნახვა
პოლიტიკა
TWP - თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, პუტინისთვის იქნება ტრიუმფი, რადგან საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას ავტორიტარულ რეჟიმში აცხოვრებს
თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ეს იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო ზარი, რომელიც დააშორებს ევროპას, ხოლო პუტინისთვის ეს იქნება ტრიუმფი, რომელიც საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას ავტორიტარულ მმართველობაში აცხოვრებს, - ამის შესახებ The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯო ბაიდენს მიმართა, როგორც მეგობარს, ახლა კი დროა, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა მას მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების. "ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხოლო ამის გამო ქვეყანა თავისმხრივ ევროინტეგრაციის მიზნებს შორდება. 15 თებერვალს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია 577-33, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა მან შეძლოს საჭირო მკურნალობის მიღება", - ნათქვამია სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)