23:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 13:02:21, 673 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია სააკაშვილზე - მეტყველება ჰქონდა წართმეული, ამაზე მძიმე მდგომარეობა გარდაცვალებაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება "მოსალოდნელი იყო". 

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილო მდგომარეობაშია. 

"შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები, ჯერ არ ვიცი. 

კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული, და მე არ ვიცი ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება, არ ვიცი კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს", - ამბობს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics