|
2023-03-02 15:28:33, 671 ნახვა
პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს“ - არასამთავრობოები და მედია სექტორი პარლამენტში საპროტესტო აქციას მართავენ
არა რუსულ კანონს! - არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტთან არიან შეკრებილი და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, რომლებიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას დაესწრებიან. არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა ისინი შეძახილებით შეაცილეს. "ჩვენი არჩევანი ნამდვილად არ არის აქ დგომა, ჩვენ ახლა უნდა ვემსახურებოდეთ იმ ადამიანებს - ხანდაზმულებს, ბავშვებს და ქალებს, ვისთვისაც მართლა დღე და ღამე ვმუშაობთ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ, რომ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია, რომ საქართველო ჩამოაცილონ ევროპულ ოჯახს და ეს რუსული კანონი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ პარლამენტარებმა, სპობს ქართველი ხალხის შესაძლებლობას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა",- აცხადებს ადგილზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)