00:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 11:30:53, 573 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ვიწყებთ კამპანიას - „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“

სამი ოპოზიციური პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი", გირჩი - მეტი თავისუფლება" და 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის წევრები კამპანიას, სახელწოდებით "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის" იწყებენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, კამპანიის მიზანია, გამოხატოს ქართველი ხალხის ნება, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას ირჩევს.

"24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას - "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის". ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ჩავა ევროპულ დედაქალაქებში, ჩავა ბრიუსელში და ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას. 

ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის; მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. სამწუხაროდ, ამის ფონზე, "ქართული ოცნება", პირდაპირ ვთქვათ, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, არა თუ არ ასრულებს რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას, არამედ სამწუხაროდ, აინიცირებს რუსულ კანონს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს. ამიტომ, ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან", - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics