|
2023-03-01 23:58:36, 739 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც ოპოზიციას შეკითხვებზე პასუხი არ გააჩნია, გაჰკივიან - რუსეთს
კომპლექსური საკითხია, რას გამოიძიებს და რას მოგვცემს ეს კომისია, მაგრამ მე პირადად დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მემაწუხებს, როგორც მოქალაქეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედში" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს შეკითხვები, რომელიც პასუხს საჭიროებს, მაგრამ, როდესაც ოპოზიციას კითხვებზე პასუხი არ გააჩნია, მმართველი პარტიის მიერ წარმოთქმულ თითოეულ აზრს რუსეთთან აკავშირებს. "კომპლექსური საკითხია, რთულია, არ არის მარტივი ამბავი, ეს კომისია რას მოგვცემს, რას არ მოგვცემს, რა შედეგები იქნება, რას გამოიძიებს ქვეყანა და ვთქვათ, საპარლამენტო კომისია, მაგრამ მე პირადად დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს. შეიძლება, მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს ეს კითხვები... ამის გამოც გვადანაშაულეს და საყვედურებიც იყო ჩვენი მისამართით, რომ იცით რა, ოცნება ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს. რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, რა, მე მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, სადაც შეიძლება, მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ არსებობს ისეთი კითხვები, რაზეც დღესაც, ამ ეთერში დავსვამ შეკითხვას და პასუხად გარანტირებულად გეუბნებით, ხვალ დილიდან ისევ მივიღებთ, რომ აი, რუსეთი... პასუხი როცა არ აქვთ, გაჰკივიან - რუსეთი", - განაცხადა მდინარაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)