|
2023-03-01 22:05:19, 624 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე რუსულ კანონპროექტზე - თუ გვინდა რომ პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას, ეს კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გავიდეს
ევროკავშირის ელჩი საუბრობს, რომ ეს ორივე კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედროს შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ არსებობს სურვილი იმისა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს 12 პუნქტს ან ევროკავშირთან მიმართებაში შეიქმნას პოზიტიური დღის წესრიგი, რუსული კანონპროექტი პარლამენტიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს. „ევროკავშირის ელჩი ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით, ისევე როგორც ბორელის პრესსპიკერი ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით. მათი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის ეს ორივე კანონპროექტი, ამ ორივე კანონპროექტის განხილვაც კი. როცა ჩვენ რაიმე სახის თეორიულ კონსენსუსებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს კანონპროექტები პარლამენტიდან საერთოდ უნდა გავიდეს. ეს აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციას. თუ გვინდა, დავუბრუნდეთ 12 პუნქტს ან ევროკავშირთან მიმართებაში შეიქმნას რაიმე სახის პოზიტიური დღის წესრიგი, ეს კანონპროექტები პარლამენტიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს და ამ კანონპროექტების განხილვაც არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)