|
2023-03-01 18:27:33, 625 ნახვა
პოლიტიკა
კონდოლიზა რაისი - საქართველოზე ძალიან ვღელავ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას
საქართველოზე ძალიან ვღელავ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ გააკეთა საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვისა და პრესის თავისუფლებისთვის და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის. "საქართველოზე ძალიან ვღელავ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც სრულიად სხვა რამეს მოელოდა, ვიდრე არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის, პრესის თავისუფლებისთვის და ახლა არა მგონია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)