|
2023-03-01 14:26:42, 631 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - რჩევა მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით
ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით, - ასე ეხმიანება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკულ შეფასებას „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე. სუბარი თვლის, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, შეუძლებელია ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. "შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ. იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი - შეერთებულ შტატებში ან კანადაში. ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით", - წერს სოზარ სუბარი Facebook-ზე. შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. გაეროს წარმომადგენლობამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)