04:38 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 11:25:41, 609 ნახვა

პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებს

პარტია საქართველოსთვის" პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს აინიცირებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისა და მათი განმახორციელებელი პირების გამოვლენა იქნება.

"პარტია "საქართველოსთვის" ვაინიცირებთ კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები.

ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მისი მიზანი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში შეიძლება გააჩნდეს  - მტერს დაარქვას მტერი. "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გააყალბოს არჩევნები... ეყოთ გამბედაობა, რომ მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს და ამ ინიციატივას დაუჭირონ მხარი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics