01:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 14:27:32, 2035 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ვეტოს ყველა შემთხვევაში დავადებ

კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს ევროპასთან დაშორებაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.

ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული კანონის კატეგორიული წინააღმდეგია და მას ვეტოს ყველა შემთხვევაში დაადებს.

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ მე ამ კანონის განხილვაში. ვეტოს ყველა შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს არის პირდაპირ მიღებული კანონი იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპასთან. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics