|
2023-02-27 15:26:32, 848 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - რუსეთის კანონის ანალოგია, რომლის მიზანიც განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა
რუსეთის კანონის ანალოგია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. დეგნანის თქმით, საქართველომ იბრძოლა დემოკრატიის საშენებლად, თავისუფლებების დასაცავად, ეს კანონი კი ძირს გამოუთხრის ამ პროგრესს. „ეს კანონი პირდაპირ რუსეთის კანონის ანალოგია. რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა და თუ შევხედავთ რაც ახლა რუსეთში ხდება დაინახავთ, რომ რუსული კანონი ძალიან ეფექტური გამოდგა, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების კუთხით. საქართველომ იბრძოლა ბევრი დემოკრატიის საშენებლად, თავისუფლებების დასაცავად, ეს კანონი ძირს გამოუთხრის ამ პროგრესს. ისმის კითხვა რომელსაც სჭირდება პასუხი - რატომ უნდა გვჭირდებოდეს კანონი, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური ეფექტი ექნება" - განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მეორე ვარიანტის ინიცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ოპოზიცია ორივე ვარიანტს "რუსულ კანონს" უწოდებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის მხარდამჭერია.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)