11:45 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-26 11:43:19, 1631 ნახვა

ომი უკრაინაში
CIA-ს დირექტორი - აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს

აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

როგორც CIA-ს ხელმძღვანელმა CBS News-ს უთხრა, დაზვერვის ვარაუდით, ოფიციალურ პეკინს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

”ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და ასევე ვერ ვხედავთ მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ", - განაცხადა ბერნსმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება რუსეთში დრონებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შესაძლებლობას იკვლევდა. მსგავსი ტიპის ცნობა ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-მაც გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics