06:36 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:43:27, 804 ნახვა

პოლიტიკა
„ყველა ზღვარს გადასული კამპანია“ - თავდაცვის მინისტრი უწყებისა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

„ყველა ზღვარს გადასული კამპანია“ - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბოლო პერიოდში მისი და თავდაცვის უწყების მიმართ რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებები.

„ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი.“

მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ საახალწლოდ დაღუპული გმირების ოჯახებს გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები. ასევე, მან აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნეს საქმიანობსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics