|
2023-02-24 12:23:01, 990 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - უკრაინის შემართებამ შედეგი გამოიღო - რუსეთი უკვე დამარცხებულია
უკრაინის შემართებამ და ერთიანობამ შედეგი გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ათონელის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინის მიმართდ ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა მზარდია, რაზეც რუსეთის ენერგო და ბირთვული შანტაჟი ვერ მოქმედებს. "ერთი წელია, რაც რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო; ერთი წელია, რაც უკრაინლი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, ქალაქების, სოფლების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას; ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო, ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით; ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება და ამ მიზანს უკრაინა ჰქვია. ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია - ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა. პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება - არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება როგორც სიტყვიერი, ისე ფინანსური. რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს ერთობა, რომელსაც ვერც ენერგო შანტაჟმა, ვერც ბირთვულმა შანტაჟმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა. ამ ომმა ერთგვარად ახალი თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა, საიდან მოდის საფრთხე და რომ უკრაინა იცავს არა მარტო საკუთარ თავისუფლებას, არამედ ყველას მომავალს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)