|
2023-02-23 17:29:41, 848 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსმა „ენდოკრინოლოგებმა“ ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი ერთხელ უკვე გამომიწერეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისი მოწამვლის შესახებ წერს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მას რუსმა "ენდოკრინოლოგებმა" "ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კოქტეილი გამოუწერეს". "მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტმა მოწამვლის საკითხზე სოციალურ ქსელში განცხადება გუშინ, 22 თებერვალსაც გაავრცელა. სააკაშვილი "ვივამედის" ექიმების საგანგებო ბრიფინგს გამოეხმაურა და თქვა, რომ კლინიკამ მისი მთავარი დაავადებების - მეტალებით მოწამვლის, ანორექსიისა და კახექსიის მკურნალობაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, 22 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. დავარაშვილის თქმით, პაციენტი დასუსტებულია, არის მწოლიარე მდგომარეობაში, აქვს კიდურების ტკივილი, სხეულის წონა და მასის ინდექსი კი დაქვეითებულია. ბრიფინგზე ასევე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფით რეჟიმშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მისი ორგანიზმის ფუნქციონირებისა და წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიების მესამედს ან მეოთხედს იღებს. ენდოკრინოლოგის აზრით, მადის დაქვეითების ფენომენს თავისუფლების იძულებით აღკვეთა განაპირობებს.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)