|
2023-02-22 09:29:48, 789 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხელისუფლება უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო
ეროვნული ინტერესები არის პირველი და ხელისუფლება უნდა იყოს, ამიერიდან, ჩვენიდან დაწყებული ვინც არ უნდა მოვიდეს, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. მდინარაძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ სხვა მთავარ გამოწვევებთან ერთად არსებობს პატარა ნიუანსი, რაც ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. მისივე თქმით, ინფორმირებული არჩევანი არის ხალხის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რომ მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. „გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა არის განვითარება, ეროვნული, ფიზიკური, ეკონომიკური უსაფრთხოებაა მთავარი გამოწვევები და ერთ-ერთი პატარა ნიუანსი და რგოლია მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც ამ დიდ მოქმედებების ჯაჭვში ერთ-ერთი შეიძლება იყოს ამაზე დათანხმება. იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოებაა და ინფორმირებული არჩევანი არის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხალხის და არა ხელისუფლების, რაც შეიძლება ბერკეტს წარმოადგენდეს, რომ მან უზრუნველყოს, მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. ამის იძულება ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამის ბერკეტი ხალხს ექნება და არ მოხდება ის რაც დაგვემართა მაგალითად 2012 წლამდე.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)