07:38 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 20:34:29, 765 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას მიეძღვნა იუსტიციის სამინისტროში გამართული მრგვალი მაგიდა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია – მარადიული ღირებულებები". ღონისძიების მონაწილეებმა – იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, უწყებასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელებმა, სამართლის დარგის ავტორიტეტულმა ექსპერტებმა – საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ იმსჯელეს.
 
მრგვალი მაგიდა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია დღევანდელობის გადმოსახედიდანაც გამოიყურება მოწინავე, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ აქტად. პირველმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო მმართველობის სისტემას, პროპორციულ არჩევნებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას; აკრძალა სიკვდილით დასჯა და ადამიანის უფლებები უზენაეს ღირებულებად გამოაცხადა.
ღონისძიების ბოლოს დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის სასაჩუქრე გამოცემა გადაეცათ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო მაცნემ სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics