|
2023-02-17 11:29:06, 896 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი კობახიძეზე - რა დაემართათ ამ განათლებულ ადამიანებს - ტრაგედიაა
სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად - სასაცილო და აბსურდია, რასაც ის ამბობს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას. როგორც კრამონმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდი შორდება იმ ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირი დგას, მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები კი, თანდათან უფრო რთულად გასაგებია. "სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად. მან კარგად იცის, რომ რასაც ჩვენზე ამბობს, სიმართლე არ არის. კობახიძემ განათლება გერმანიაში მიიღო, სიტყვით გამოდიოდა დიუსელდორფში. სასაცილო და აბსურდია, რასაც ახლა ის ამბობს. ჩვენ აქ დემოკრატია გვაქვს. რეზოლუციას მხარი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან დაუჭირეს. ეს ხომ არ არის ერთპარტიული გადაწყვეტილება ან ერთი პარტიის ზეწოლა. რა კავშირი აქვს ამას საბჭოთა კავშირთან, რა აბსურდი და უცნაურია, უფრო სწორად ტრაგედიაა - რა დაემართათ ამ განათლებულ ადამიანებს, ვინც განათლება ევროპაში მიიღო? - ეს ტრაგედიაა. ისინი უფრო და უფრო შორდებიან იმ იდეას, რომელზეც დგას ევროკავშირი. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ისინი იღებენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, უფრო და უფრო რთული გასაგებია, რეალურად რა სურთ მათ. მე სულ კრიტიკული ვიყავი, მე უნდა ვიყო კრიტიკული, რადგან ჩვენ არავინ ვართ სრულყოფილი და პირიქით, კრიტიკა უნდა იყოს მისაღები, მაგრამ კრიტიკა და ბრალდებები საფუძვლის გარეშე ერთნაირი არ არის. საბჭოთა კავშირის წოდება ან მასთან შედარება არ არის კრიტიკა, ეს სამსჯელოც კი არ არის. მე ჩამოვდივარ მალე საქართველოში და იმედს ვიტოვებ, რომ ისევ არსებობს თანამშრომლობის რესურსი. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. კრამონის თქმით, თუ საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი ან წევრობა სურს, ქვეყანა ევროპულ ღირებულებებს უნდა იცავდეს. "თუ გინდათ იყოთ კანდიდატი ან ევროკავშირის წევრი, თქვენ უნდა იცავდეთ ევროპის ღირებულებებს. წარმოგიდგენით რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს ქვეყანა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ეპყრობა ისე, როგორც საქართველო აკეთებს ამას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს მკაფიოდ არის თუ არა ჩაწერილი 12 პრიორიტეტს შორის, პირიქით, ეს დაკავშირებულია ყველაფერ ამასთან. ამიტომ, დიახ - თუ ვხედავთ, რომ არ არსებობს კომპრომისის პოლიტიკური სურვილი ჰუმანიტარული საკითხის გამო, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაღელვებს... საქართველო წინ იყო ბევრი მიმართულებით - ანტიკორუფციული რეფორმები, კარგი მთავრობა და ბევრი რამ ჰქონდა ქვეყანას, რომ წინ წასულიყო, თუმცა ახლა რაც ხდება, სირცხვილია. ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ჩვენ უბრალოდ სიტყვები არ გვაქვს ბრიუსელში, პოლონეთში, პარიზში. ვერავინ იგებს, რა ხდება. ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა, შეიძლებოდა კლინიკის მოძებნა, მასპინძელი ქვეყნის პოვნა და ეს არ არის საშიში, რადგან ეს არ არის პოლიტიკური თამაშები, ეს საკითხის ჰუმანიტარული გადაწყვეტაა", - აღნიშნა კრამონმა. შეგახსენებთ, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ასეთი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა". ევროპარლამენტმა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პატიმარ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)