|
2023-02-13 13:43:46, 1282 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ. ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შეფასებულია, როგორც ოლიგარქი და მოთხოვნილია, რომ ევროპულმა საბჭომ, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად პერსონალური სანქციები დაუწესოს. ამასთან, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში კი ბიძინა ივანიშვილზე და მის არაფორმალურ გავლენებზეა საუბარი. ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), მეორის კი ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი. "ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად",- ვკითხულობთ EPP-ის რეზოლუციის ტექსტში. გარდა ამისა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აქცენტს აკეთებს საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის წევრი და აცხადებს, რომ ამ პროცესში ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, იქნება ლაკმუსის ტესტი. "გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის არაერთი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხი უნდა აგოს, იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართება. კიდევ ერთხელ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება ამ საკითხის მოსაგვარებლად. განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ შექმნილ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, როგორც ლაკმუსის ტესტს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების სურვილის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ მოწოდებას, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო",- აღნიშნულია რეზოლუვიის ტექსტში.
ეროვნული ბანკი პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავა
მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)