13:41 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 12:26:39, 1048 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის ელჩი - საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა,- ამის შესახებ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ განაცხადა.

მისი თქმით, იზრდება დაღუპულთა რაოდენობა, რომელმაც  უკვე 13 000-ს მიაღწია, 62 000-ზე მეტი კი დაშავდა.

„კატასტროფიდან სამი დღე გავიდა. მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საქართველოდან თურქეთში 108 მაშველი გაემგზავრა.

ისინი ადიმიანის პროვინციაში იმყოფებიან, მათ ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს. სამწუხაროდ იზრდება დაღუპულთა რაოდენობა, უკვე 13 000-ს მიაღწია, 62 000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 6 000-ზე მეტი სახლი განადგურდა. მიწისძვრა 30 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეეხო.

მთელი ჩვენი რესურსი მობილიზებულია, ამასთან ძალიან დიდი საერთაშორისო დახმარება მივიღეთ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. გვეხმარება ქართველი საზოგადოებაც. ამაყი ვარ იუმ ქვეყანაში ყოფნით, სადაც მშვიდობა ძალიან უყვართ. ვიცი, რომ  მთავრობა ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს. ჩვენ გაგავრცელეთ იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც ძალიან გვჭირდება. ასევე მადლობა ქართველ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს, ჩვენი მოძმე ერისა და მეგობრის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე - ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა
კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics