14:44 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 12:11:57, 917 ნახვა

პოლიტიკა
მოგიწოდებთ, თავიდან აირიდოთ ტრაგედია, რომელიც EU-ს კანდიდატის სტატუსს გადაავადებს - 4 ევროპარლამენტარი სააკაშვილზე

ევროპარლამენტარები მარკეტა გრეგოროვა, მირიამ ლექსმანი, პეტრას აუსტერვიჩუსი და ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში 4 ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გულგრილობის გამო, იმედგაცრუებასა და მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებასა და წუხილს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო...

ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მოითხოვა მისი გათავისუფლება ჰუმანიტარული ნიშნით, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ მიეღო. მას შემდეგ ეს შეშფოთება კიდევ არაერთხელ გამოვთქვით. ვინაიდან  სააკაშვილის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, მისი სიცოცხლე გვაღელვებს.

ჩვენ ვაღიარებთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იყო ევროპელი ნიშნავს, ერთგულობდე ევროპულ ღირებულებებსა და იდეალებს, რაც საქართველოს მხრიდან გვაკლია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პატივი სცენ პრეზიდენტი სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, თავიდან აირიდოთ ტრაგედია, რომელიც თქვენს ევროპულ მისწრაფებებს ძირს გამოუთხრის და გადაავადებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics