|
2023-02-01 22:26:16, 900 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს
კონსულტაციები და მოლაპარაკებები დავამთავრეთ, ჯგუფი გაკეთდება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, როგორც ქალაქში, ასევე რაიონებშიც გაკეთდება. "პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის, იმ შტაბების გახსნა, რაზეც ვლაპარაკობდით. იცით, რომ ამ მიმართულებით გიორგი ჩალაძესთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები დავამთავრეთ. ჯგუფი გაკეთდება და მას გიორგი უხელმძღვანელებს - პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება. ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას. მათ შორის, სასამართლო პროცესების ბოლოს, ჩვენ გარკვეულწილად გარკვეული პროცესებისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)