|
2023-01-31 20:51:09, 2013 ნახვა
კომენტარი
ხერხეულიძე ხაბეიშვილზე - მეგობარო ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას, ორივე მხარის თანხმობა სჭირდება
მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო, - ასე გამოეხმაურა ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც მას ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედის" კლინიკიდან გაუგზავნა. ხერხეულიძის თქმით, ყველაზე ბევრი წერილი სააკაშვილისგან მას აქვს მიღებული, თანაც ისეთები, რომლის შინაარსიც ბევრს არ მოეწონება, მაგრამ არასდროს უკადრებია გამოქვეყნება. „მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა, თქვენ იცით“, - წერს ეკა ხერხეულიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)