|
2023-01-31 16:43:25, 1387 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, პარლამენტი დავტოვოთ და ენმ-ის ოფისი ივანიშვილს გადავუფორმოთ
სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ის ცენტრალური ოფისი ივანიშვილს გადავუფორმოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება" აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდება და მესამე პრეზიდენტს გაათავისუფლებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას მინუსებიდან დაიწყებს". "მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მე, ლევან ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები მთლიანად 500-ზე მეტმა წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არ არის საკრებულოებში, არ არის პარლამენტში, აღარ აქვთ არანაირი ოფისი - ეს ხომ მათი ოცნებაა? ხომ ამიტომ ჰყავთ სააკაშვილი პოლიტიკურ მძევლად? ჩვენ ეს შედეგი თუ დადგება, დღესვე მზად ვართ, რომ ათ წუთში ეს პრობლემა მოვაგვაროთ... მათ უნდათ ოპოზიციის განადგურება, ამდენი წელია ებრძვიან ხომ? მე ვთავაზობ მათ - რომ გავალთ პარლამენტიდან, საკრებულოებიდან, პარტიის ცენტრალურ ოფისს კობახიძეს გადავუფორმებთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)