|
2023-01-30 11:50:03, 775 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, „ნაცმოძრაობისთვის" გულწრფელად მემეტებოდა
ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის",- ასე შეაფასა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი, სავარაუდოდ, საკუთარ ამომრჩეველს რევოლუციისთვის მოამზადებს. „ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის". „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან”, - განაცხადა ხუნდაძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52,58% აიღო. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" ჰქონდა, თუმცა მზად იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართა.
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)