|
2023-01-27 01:42:57, 1376 ნახვა
პოლიტიკა
PACE-მ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰააგაში სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა ერთხმად მოითხოვა. საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები უნდა გაასამართლოს იმისთვის, რომ "დაგეგმეს, წამოიწყეს და განახორციელეს" აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. საპარლამენტო ასამბლეას თქმით, ასეთი ტრიბუნალი უნდა იყოს "მოწონებული და მხარდაჭერილი რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ". ამასთან ერთად, აქტიური როლი უნდა ჰქონდეს ევროპულ საბჭოს და უნდა გამოხატოს მხარდაჭერა ტრიბუნალის შექმნის პროცესში. უკრაინის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლექსანდრა მატვიიჩუკმა პარლამენტარებს მიმართა - "დიახ, ეს გაბედული ნაბიჯია. ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი არგუმენტი: ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან სწორია". PACE ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთი სხვა საერთაშორისო ტრიბუნალი არაა კომპეტენტური უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებზე პასუხისმგებლები პირების სამართლებრივი დევნისა და დასჯისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც არ აქვს ამის იურისდიქცია. რეზოლუციაში ასევე წერია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სასამართლო "ამჟამინდელი გარემოებებიდან გამომდინარე არ იქნება სარწმუნო" ორგანო რადგან რუსეთს აქვს ვეტოს უფლება. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ იმავდროულად, არსებობს მზარდი სამხილები, რომ რუსული ომის გამამართლებელი რიტორიკა "აჩვენებს გენოციდის მიზნებს" რომ გაანადგურონ უკრაინელი ერი. „უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, მათ შორის მკვლელობები, იძულებითი გადაყვანა და უკრაინელი ბავშვების "რუსიფიკაცია" ასევე შეიძლება მოექცეს გენოციდის განმარტებაში“ - წერია რეზოლუციაში. PACE-ს თქმით, რუსეთმა მისი ქმედებებით უკრაინისთვის მოტანილი ზიანისა და დანაკარგებისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს. მათ ასევე მოუწოდეს უკრაინისთვის კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნისკენ.
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)