|
2023-01-25 12:39:47, 1416 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, ძალიან სამწუხაროა
„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. აღნიშნული კომენტარი ამერიკელმა კონგრესმენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ CNN-ი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. "„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს. ძალიან სამწუხაროა",- წერს კონგრესმენი. ცნობისთვის, 18 იანვარს, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან. აღნიშნული განცხადების შემდეგ მმართველ პარტიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული მედია " საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)