21:11 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 09:22:03, 1901 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონი უკრაინისთვის Leclerc-ის მძიმე საბრძოლო ტანკების მიწოდებას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ უკრაინას Leclerc-ის მძიმე საბრძოლო ტანკები მიაწოდოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება Leclerc-ებს, მე ვთხოვე შეიარაღებული ძალების მინისტრს, რომ ემუშავა ამაზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად კოლექტიურად ფასდება", - თქვა მაკრონმა.

ამავდროულად, საფრანგეთის ლიდერმა დაასახელა სამი პირობა, რომლითაც შეიძლება ასეთი მიწოდება განხორციელდეს:

  • Leclerc-ის ტანკების უკრაინაში გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია; 
  • მიწოდება უნდა გახდეს უკრაინის "რეალური და ეფექტური მხარდაჭერა";
  • ტანკების უკრაინაში გადაცემამ არ უნდა შეასუსტოს თავად საფრანგეთის თავდაცვისუნარიანობა

Leclerc-ის ტანკები დღეს ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო მასალად ითვლება, მაგრამ მათი სიმცირის გამო, უკრაინაში მიწოდების საკითხი სერიოზულად ჯერ არ განხილულა.

აქამდე საფრანგეთი უკრაინას აწვდიდა სხვა ტიპის იარაღს - არტილერიას , საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და ა.შ. იანვრის დასაწყისში მაკრონი პირველად დაჰპირდა უკრაინას AMX-10 RC საბრძოლო მანქანების მიწოდებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics