16:04 - 27 Jun, 2026
|
2023-01-22 16:52:56, 1695 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. "მივესალმებით უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ბორის ჯონსონს კიევში. მადლობა მხარდაჭერისთვის", - დაწერა პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილი მეთაური კიევის ოლქის ქალაქებში - ბოროდიანკასა და ბუჩაშიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინაში ჯონსონის პირველი ვიზიტი არ არის. მანამდე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ორჯერ ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)