|
2023-01-17 22:55:10, 1280 ნახვა
პოლიტიკა
2023 წლის 1 იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასი 10%-ით გაეზარდათ
2023 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს, პროკურატურის თანამშრომლებსაც ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. ასევე, „პროკურატურის შესახებ"ორგანული კანონის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები 2023 წლის 1 იანვრიდან წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. ორგანული კანონის მითითებული ნორმის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში ამ დრომდე არ მოქმედებდა. 2023 წლის იანვრიდან საპროკურორო და საგამომძიებლო უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომლებზე წელთა ნამსახურობის დანამატი 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს - 5%,-ით, 10-დან 20 წლამდე - 10%-ით, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას - 15%-ით განისაზღვრა. პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)