|
2023-01-17 17:21:31, 923 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის ხელმძღვანელი - რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დავაწესეთ
ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების ახალი პაკეტი გამოიწვევს, რუსეთის ეკონომიკის ვარდნას ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის ინდუსტრია კი, მოკლებული იქნება თანამედროვე და მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს. თავის გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა უკრაინელების გამბედაობა და პირობა დადო, რომ ევროპული ქვეყნები გააგრძელებენ კიევის მხარდაჭერას. „ჩვენ დავაწესეთ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები, რის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში ჩავარდება რეცესიაში და მისი ინდუსტრია მოკლებული იქნება თანამედროვე და მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)