|
2023-01-16 18:36:12, 989 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს კლევერლი - რუსეთის მთავრობის სანქცირებულთა სიაში ვარ, მიხარია თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია
რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლის თქმით, თუ მისი დასანქცირება, უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მოხარულია, რომ რუსეთის სანქციების ქვეშ იქნება. "რუსეთის მთავრობის სანქცირებულთა სიაში ვარ. თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მაშინ მოხარული ვარ, რომ სანქციების ქვეშ ვიქნები", - განაცხადა ჯეიმს კლევერლმა. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ, მოსკოვმა სანქციები ასობით ბრიტანეთის მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)