|
2023-01-16 15:46:21, 967 ნახვა
პოლიტიკა
სტეფანჩუკი კიკაბიძეზე - მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება
მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება,- ასე გამოეხმაურა უკრაინის "რადას" თავჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას. სტეფანჩუკის თქმით, მას უყვარდა საქართველო და უკრაინა. „უკეთეს სამყაროში წავიდა ვახტანგ კიკაბიძე. მას უყვარდა საქართველო, მას უყვარდა უკრაინა. მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება. მის სიმღერას კიდევ დიდხანს იმღერებენ. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ "თქვენი წლები თქვენი სიმდიდრეა". მადლობა ყველაფრისთვის, დიდებულო ბუბა!“,- წერს სტეფანჩუკი. შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. 19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)