|
2023-01-16 15:12:10, 924 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ბრუტალურად ზღუდავენ
საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან მომხდარს, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. „წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ“,- წერს მელია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, სადაც პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, რაიონებიდან ჩამოყვანილმა პირებმა გზა გადაუკეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)