12:01 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 12:54:02, 1735 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა

მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" განცხადებას.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნული მოძრაობის წევრები "განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით" არ გამოირჩევიან.

"მის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ანტიდასავლური მოძრაიბა "ხალხი ძალა" ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "პატრონები" სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ყველაფერს იღონებენ, მაგრამ თუ მიზანს ვერ მიაღწევენ, რჩება გეგმა B - მესამე პრეზიდენტის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics