|
2023-01-16 12:29:02, 855 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი კიკაბიძეზე - ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი, რომელსაც არასდროს ეშინოდა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია
ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი, რომელსაც არასდროს ეშინოდა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას. მისი თქმით, კიკაბიძე იყო ადამიანი უდიდესი სულითა და დიდი სამოქალაქო გამბედაობით. „გუშინ თბილისში 85 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი და უდიდესი ხელოვანი, ადამიანი უდიდესი სულითა და დიდი სამოქალაქო გამბედაობით, რომელსაც არასდროს ეშინოდა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია. ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს“,- წერს არესტოვიჩი. შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. 19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)