|
2023-01-16 11:30:17, 886 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის ერს აშინებს
ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის ერს აშინებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ომს გამოიწვევს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. იუკნევიჩიენეს თქმით, ვახტანგ კიკაბიძე იყო ადამიანი დიდი გულითა და სინდისით. "ჩვენი თაობისთვის ის იყო როგორც ჩვენიანი. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის იმ „გრუზიას” წარმოადგენდა, რომელსაც ახალ საქართველოს ვუწოდებთ. ადამიანი დიდი გულითა და სინდისით. ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის ერს აშინებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ომს გამოიწვევს, რომ ევროკავშირს სურს მათი ჩაბმა ომში, რომ ისინი არ დაიკავებენ მხარეებს ამ კონფლიქტში (?!). ღმერთმა დაუმკვიდროს მის სულს ადგილი, ამ მართალ და წრფელ ადამიანს”,- წერს იუკნევიჩიენე. შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. 19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)