23:47 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 08:25:21, 1486 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრემიერი - რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის, დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ

პოლონეთის პრემიერ მინისტრი უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

როგორც მატეუშ მორავიეცკი Twitter-ზე წერს, რუსეთი მიზანმიმართულად სჩადის სამხედრო დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"რუსეთი მიზანმიმართულად სჩადის კიდევ ერთ სამხედრო დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის არაადამიანური. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ მის შესაჩერებლად",- წერს პოლონეთის პრემიერი. 

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. 

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics