|
2023-01-15 16:45:31, 1650 ნახვა
პოლიტიკა
„თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ!“ - რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილს
და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ! - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინაში, დნეპრში მომხდარი აფეთქების დაგმობას. როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კვლავ უცვლელია და ისინი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევენ, რადგან კონფლიქტში ჩართვა არ სურთ. "და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ! საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს",- წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ დნეპრის საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)