|
2023-01-15 16:32:55, 1211 ნახვა
პოლიტიკა
„მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“ - გიორგი მუმლაძემ ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატობის წევრმა, გიორგი მუმლაძემ ახალი კამპანია სახელწოდებით „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“ დაიწყო. გიორგი მუმლაძის განცხადებით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ბიულეტენები რიგდება, სადაც ჩამოთვლილია ის შედეგები, რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება გამოიწვევს. "ჩვენ დავიწყეთ კამპანია „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“. შენც შეგეხება იმიტომ, რომ რეალურად, ქვეყნისთვის მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება პუტინის ტყვეობაში ამ ქვეყნისთვის ნიშნავს ევროპული და დემოკრატიული მომავლის დასამარებას. ეს არის ბიულეტენი, სადაც ჩამოთვლილია პუნქტობრივად, რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოიტანოს მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალებამ და უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანებამდე მივიდეთ და ამ საინფორმაციო ბროშურების გავრცელება უნდა მოხდეს ქსელურად", - განაცხადა მუმლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)