|
2023-01-13 12:24:39, 1279 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - არ მგონია, რომ რომელიმე უცხოელი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნის განცხადება სააკაშვილზე საინტერესო იყოს
არ მგონია ახლა, რომ კიდევ საინტერესო იყოს რომელიმე პიროვნების, მათ შორის უცხოელი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა იხდიდეს თუ არა სასჯელს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის შეფასებით, ნებისმიერი უცხოელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის განცხადება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მოსახლეობისთვის მინიმუმ შეურაცხმყოფელი იქნება. "ყველამ იხილა პატიმარ სააკაშვილის სიმულაციები საჯაროდ, მერე მისივე ექსპერტის აღიარება, რომ ის ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს ყოველდღე და ასეთ ვითარებაში ცარიელ ბოთლებს მერე ექთნებს ესვრის. ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ოროთახიან ლუქს პალატაში. ბუნებრივია, ამ ფონზე ნებისმიერმა თანამდებობის ყოფილმა თუ ახლანდელმა პირმა, მით უფრო უცხოეთიდან, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს საზოგადოებისთვის ეს იქნება მინიმუმ შეურაცხმყოფელი, მაგრამ პოზიცია, ბუნებრივია, არ შეიცვლება იმიტომ, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უშლის ხელს პატიმარი სააკაშვილი, მაგრამ ახლა ვეღარც უშლის. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ამაზე ნუ იღელვებთ. ევროინტეგრაციას ხელს ვერავინ შეუშლის", - აცხადებს მაჭარაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)