|
2023-01-12 22:49:49, 1500 ნახვა
პოლიტიკა
რობერ ჰაბეკი - გერმანიამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის დახმარების სურვილი გააჩნიათ
"გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას.", - ასე გამოეხმაურა გერმანიის ვიცე-კანცლერი, რობერ ჰაბეკი პოლონეთის მიერ უკრაინისადმი „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკების გადაცემის საკითხს. მისივე თქმით, განსხვავებაა საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. მან დასძინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა გერმანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მან არ უნდა შეუშალოს ხელი, ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის დახმარების სურვილი გააჩნიათ. „არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია.", - განაცხადა ჰაბეკმა. შეგახსენებთ, 11 იანვარს პოლონეთმა განაცხადა, რომ ის გეგმავს უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტიპის ტანკების გადაცემას. იქედან გამომდინარე, რომ "ლეოპარდი" გერმანული წარმოების ტანკია და მისი ექსპორტისთვის გერმანიის მთავრობის თანხმობაა საჭირო, პოლონურმა მხარემ გერმანიის ნებართვა მოითხოვა, რათა მომხდარიყო ტანკების ექსპორტი უკრაინაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)