01:04 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 16:41:45, 1686 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციას 2014 წლის სცენარის გამეორების იმედი არ უნდა ჰქონდეს

ომი 1991 წლის საზღვრებზე ტრიბუნალით, რეპარაციებითა და სამუდამო პატიმრობით დასრულდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციას 2014 წლის სცენარის გამეორების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"კიდევ ერთხელ ოფიციალურ პოზიციაზე:

  1. რუსეთის ფედერაციას 2014 წლის სცენარის გამეორების იმედი არ უნდა ჰქონდეს: "ჩვენ მოგკლავთ, თქვენ გადაგვიხდით თქვენი მიწებით, ჩვენ ვისვენებთ, შემდეგ ისევ მოვდივართ თქვენს მოსაკლავად".
  2. ომი 1991 წლის საზღვრებზე ტრიბუნალით, რეპარაციებითა და სამუდამო პატიმრობით დასრულდება",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.

ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". 

სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics