|
2023-01-12 12:56:18, 1263 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია ფარულ ჩანაწერზე - არ ვადასტურებ, არ მომისმენია და არც ვაპირებ
ფაქტი არ ყოფილა, არ ვადასტურებ არანაირად, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აუდიოჩანაწერის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს უკავშირებს. "არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა საერთოდ. რა უნდა მახსოვდეს, როდესაც ფაქტი არ ყოფილა საერთოდ. არ მაინტერესებს ეს საკითხი იმიტომ, რომ გამორიცხულია. მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე მე და ჩემი შვილი ლამის რუსეთის აგენტები ვართ. უკაცრავად და, იმიტომ ზის ჩემი შვილი აქ და იმიტომ შემოვარდნენ 2008 წელს და იმიტომ იმოქრებოდა მერე პუტინი, რომ მას [მიხეილ სააკაშვილს] ერთი ადგილით დაკიდებს - ამიტომ?! მე არ მომისმენია და არც ვაპირებ. არ ვადასტურებ არანაირად. მე რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ?! იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიმდინარეობს?" - ამბობს გიული ალასანია. ცნობისთვის, გუშინ, 11 იანვარს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტის დედა ფიგურირებს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)