|
2023-01-12 12:07:37, 1151 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის აუდიოჩანაწერზე - ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ბევრს არ ეგონა
რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. „ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს? იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე.მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, - წერს იონათამიშვილი. აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)