|
2023-01-11 20:50:21, 1023 ნახვა
პოლიტიკა
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის ახალი მეთაური გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი დანიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მის მოადგილედ ყოფილი მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. გერასიმოვის მოადგილეების თანამდებობებზე ასევე დაინიშნენ სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გენერალი ოლეგ სალუკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი. "სამხედრო ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დაინიშნა გენერალური შტაბის უფროს, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი. მის მოადგილეებად: საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი". – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. შეგახსენებთ, აქამდე ამ პოსტს სერგეი სუროვიკინი იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)