|
2023-01-11 18:54:34, 1016 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე ბუკებზე - ეს არის კორუფციული გარიგება, მაშინდელ ხელისუფლებასა და უკრაინულ ხელისუფლებას შორის
"მარტივ კონტექსტში, ეს არის რაღაც კორუფციული გარიგება მაშინდელ ხელისუფლებასა და იმ დროინდელ უკრაინულ ხელისუფლებას შორის.", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე, 2008 წელს უკრაინისგან საქართველოსთვის "ბუკ"-ის სისტემის გადაცემას. მისივე თქმით, საქართველომ უკრაინისგან "ბუკ"- ის სისტემები შეიძინა და საჩუქრად არ მიუღია, და ფაქტი, რომ ნაწილი არ ჩამოვიდა და რაც ჩამოვიდა უვარგისი იყო, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა. "მარტივ კონტექსტში, ეს არის რაღაც კორუფციული გარიგება მაშინდელ ხელისუფლებასა და იმ დროინდელ უკრაინულ ხელისუფლებას შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ნაწილი არ ჩამოსულიყო და ის თანხა რაც გადახდილი იყო ნაწილი ვადაგასულ შეიარაღებაში ყოფილიყო გადახდილი. მე გამჭირდება რამის კონკრეტულად თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ შევიძინეთ უკრაინისგან და საჩუქრად არ მიგვიღია. ის, რომ არ ჩამოვიდა ნაწილი და ნაწილი რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა. რას ჰქვია, თანხაა გადახდილი და არ ჩამოდის შეიარაღება ან რაც ჩამოდის უვარგისია და ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებაა.", - განაცხადა მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)